მოსკოვის ცენტრში ალექსეი ნავალნი დააკავეს

რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ალექსეი ნავალნი მოსკოვის ცენტრში არასანქცირებული აქციისთვის დააკავეს. ამის შესახებ მან თავის სოციალურ ქსელში დაწერა.

12 ივნისს რუსი ჟურნალისტის ივან გოლუნოვის მხარდამჭერი აქცია იგეგმებოდა. მაგრამ, სამშაბათს, 11 ივნისს, ცნობილი გახდა, რომ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოლუნოვის წინააღმდეგ საქმის სამართლის საქმე დახურა.

თავად ჟურნალისტმა 11 ივნისს, საღამოს განაცხადა, რომ 12 ივნისს არასანქცირებულ აქციაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებდა.

ივან გოლუნოვის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ისინი 16 ივნისს აქციას გამართავენ, რომელიც დედაქალაქის ხელისუფლებასთან შეთანხმებულია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...