მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა

მოსკოვის ყოფილი მერი, იური ლუჟკოვი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. რუსული მედიის ცნობით, მოსკოვის ყოფილი მერი მიუნხენის კლინიკაში გარდაიცვალა, სადაც მას გულზე ოპერაცია ჩაუტარდა.

იური ლუჟკოვმა მოსკოვის მერის თანამდებობა 1992 წელს დაიკავა, ხოლო 2010 წელს იგი ამ თანამდებობიდან რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა გაათავისუფლა.

2016 წლის სექტემბერში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით, მას ღირსების ორდენი მიენიჭა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად