მოსკოვის ოლქში თვითმცლელის სამხედრო კოლონის ავტობუსებთან შეჯახების შედეგად სამხედროები დაიღუპნენ

მოსკოვის ოლქის ისტრის რაიონში მომხდარი ავარიის შედეგად რუსეთის არმიის სამხედრო მოსამსახურეები დაიღუპნენ.

მოსკოვის ოლქის ისტრის რაიონში, ნოვორიჟსკოეს მაგისტრალზე, ალექსანდრე ნეველის ტაძრის მახლობლად, თვითმცლელი სამხედრო კოლონის 5 ავტობუსს შეეჯახა.
 
დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამ დროისთვის ზუსტი მონაცემები არ არსებობს. პრესით ვრცელდება ინფორმაცია 4 დაღუპულის და 20 დაშავებულის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ დაღუპულია ოთხი და დაშავებულია 15 კაცი. თავდაცვის სამინისტრომ 4 სამხედო მოსამსახურის დაღუპვა დაადასტურა.
 
აღნიშნავენ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანების ავტოავარიიის ადგილამდე მისვლამდე დაშავებულები გამვლელებს გადაჰყავდათ და ამის გამო ჯერ ძნელია დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა.
 
ავტოავარიის მიზეზად, წინასწარი ვერსიით, თვითმცლელის მძღოლის მიერ საჭის დაუმორჩილებლობა სახელდება. თვითმცლელის მძღოლი მსუბუქად არის დაშავებული.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად