მოსკოვის ოლქში ქალს 20-მდე ჭრილობა საბავშვო მოედანზე, ბავშვების თვალწინ მიაყენეს

მოსკოვის ოლქის ქალაქ რამენსკოეშო ახალგაზრდა ქალს დანით 20-მდე ჭრილობა უამრავი თვითმხილველის თვალწინ მიაყენეს.

მომხდარი ვიდეოთვალმა დააფიქსირა. ჩანაწერში ჩანს, რომ სკამზე მჯდომ ქალთან კაცი მიდის, რამდენიმე სიტყვას ეუბნება მას და შემდეგ თვითმხილველების, მათ შორის, ბავშვების თვალწინ მრავალჯერ უტყამს დანას და ტოვებს იქაურობას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის ოლქის პრეს-სამსახურის ცნობით, ახალგაზრდა, 25 წლის ქალი, რომელიც საბავშვო მოედანზე თავის 4 წლის ბავშვთან ერთად იმყოფებოდა, მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად მეზობლად მდებარე ქალაქ ნოგინსკში იპოვნეს მანქანა, რომლითაც მამაკაცმა, სავარაუდოდ ქალის საყვარელმა, შემთხვევის ადგილი დატოვა და რომლითავ ის მიმალვას ცდილობდა. მალე ნოგინსკის ტყეში თავად მამაკაცი, 1981 წელს დაბადებული ნოგინსკის მცხოვრები, დააკავეს.

რია ნოვოსტის ცნობით, დედის მკვლელობის შემსწრე ოთხი წლის ბავშვი ძლიერი შოკის მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანეს საავადმყოფოში

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...