მოსკოვის ეპარქიამ ხანშიშესულ მრევლს მოუწოდა არ ეწვიონ ტაძრებს

ამის შესახებ ინფორმაციას “რია ნოვოსტი” ავრცელებს

“რია ნოვოსტის” ცნობით, ეპარქიის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საქალაქო ეპარქია 65 წლის ზემოთ ასაკის და მათთან ერთად, ქრონიკული ავადმყოფობების მქონე მრევლს მოუწოდეს არ ეწვიონ ტაძრებს და ზიარება სახლში მიიღონ.
“მიეცეს ლოცვა-კურთხევა ასეთ მრევლს, მისდიოს დედაქალაქის ხელისუფალთა მითითებებს, შეასრულოს 10 აპრილამდე ლოცვა თავის სახლში, სურვილისამებრ და საჭიროებისამებრ მიმართოს უახლოეს სამწყოს თხოვნით გაგზავნოს მათთან მღვდელი აღსარების საიდუმლოების მისაღებად და ქრისტიანული წმინდა საიდუმლოებების აღსასრულებლად”, – ნათქვამია მოსკოვის და სრულიად რუსეთის პატრიარქის მოსკოვის პატრიარქიიის  საქმეთა მმართველის, ვოსკრესენკის მიტროპოლიტ დიონისის ცირკულარულ წერილში.

მოსკოვის სამღვდელოებას დაევალა დააწესოს მორიგეობა “ხანშიშესული მრევლის და ქრონიკული დაავადების მქონე პირების თხოვნათა დაუყოვნებლივ აღსრულებისათვის”

კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად