მოსკოვი “მისტრალს” იანვრის ბოლომდე დაელოდება

რუსეთი თებერვლამდე „მისტრალის“ თაობაზე საერთაშორისო გარჩევების წამოწყებას არ აპირებს. თებერვალში რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სიტუაციის მიხედვით იმოქმედებს, ინფორმაციას ამის შესახებ „რია ნოვოსტი“ სამინისტროში მის წყაროზე დაყრდობით ავრცელებს.

“გაზეტა რუ” – ს ინფორმაციით კი მოსკოვი კონტრაქტის გაწყვეტით იმუქრება, თუ ფრანგული კომპანია სადესანტო ხომალდს იანვრის ბოლომდე არ მიაწოდებს. კონტრაქტი “როსობორონექსპორტსა” და ფრანგულ კომპანია DCNS-ს შორის 2011 წელს გაფორმდა. ფრანგულ მხარეს ვერტმფრენმზიდი ჯერ კიდევ 2014 წლის ნოემბერში უნდა გადაეცა. მოსკოვმა სარფანგეთის თავდავის სამინისტროს უკვე გაუგზავნა წერილი, რომელშიც ის „მისტრალის“ მიწოდების შეფეხრების მიზეზების დასახელებას ითხოვს.

ფრანგმა სამხედროებმა საპასუხოდ განაცხადეს, რომ ისინი მზად არ არიან კომენტარებისთვის. კონტრაქტის დარღვევა საფრანგეთს 3 მილიარდი დოლარი დაუჯდება.

კომენტარები
იტვირთება...