მოსაშვილის ქუჩაზე გზის შეკეთება მიმდინარეობს

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, მოსაშვილის ქუჩაზე გზის შეკეთება მიმდინარეობს. ძველი საფარის დემონტაჟის შემდეგ, ასფალტის საფარი დაიგება.

გეგმის თანახმად, 800 კვ.მ ფართობის გზა შეკეთდება, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 49 000 ლარამდე დაიხარჯება.

სამუშაო პროცესს ვაკის რაიონის გამგებელი, ნოდარ ტურძელაძე გაეცნო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად