მოსამართლის განაჩენი ქალიშვილის დაჩაგვრისთვის – 100 მლნ ტენგე, 20 წელი ციხე და უნივერსიტეტიდან გარიცხვა

ყაზახეთში, ყოფილ დედაქალაქ ალმატიში, 2015 წლიდან ფუნქციონირებდა საერთაშორისო სააარბიტრაჟო სასამართლო “Əділет”. ასევე, ფუნქციონირება არბიტრაჟი “Адилет”-ი

Əділет-ის მოსამართლე აინურ ასკარკიზს ყაზახეთის სახელმწიფო ღერბიანი ბლანკის ფურცელზე გამოტანილი განაჩენი, აღსრულდებოდა როგორც სახელმწიფო, ისე იურიდიული პირების მიერ. ის არა მხოლოდ ბიზნეს პარტნიორთა შორის წამოჭრილი დავების გადაწყვეტით იყო დაკავებული. არამედ გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება დამნაშავე ავტომოყვარულისთვის მართვის მოწმობის ჩამორთმევის შესახებ, სასამართლო-საგამოძიებო იზოლატორში მყოფ პირთა შესახებ, ერთ-ერთი რაიონის პოლიციის თანამშრომლის მინიმალური ხელფასის 750-მაგი ოდენობით დაჯარიმების შესახებ.

ერთ შემთხვევაში აინურ ასკარკიზმა განაჩენი თავის 19 წლის ქალიშვილის წინააღმდეგ სარჩელზე გამოიტანა და მამაკაცს მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 100 მლნ ტენგეს (250 ათასი დოლარი) გადახდა დააკისრა, განაჩენი რაიონულმა სასამართლომ გააუქმა, თუმცა ერთი კვირის შემდეგ აინურ ასკარკიზმა კვლავ “განიხილა” ქალიშვილის მჩაგვრელი მამაკაცის საქმე და ამჯერად მას 20 წლით კოლონიაში ყოფნა მიუსაჯა. კიდევ ერთი თვის შემდეგ მან იგივე “მსჯავრდებულის” უნივერსიტეტიდან “ნურ-მუბარაკი” (ისლამური კულტურის ეგვიპტური უნივერსიტეტი ალმატიში) ამორიცხვის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ამ გადაწყვტილების შემდეგ, პროკურატურამ მის ოფისს მიაკითხა და გაირკვა, რომ არბიტრაჟი “Адилет” კანონის სრული დაცვით მოქმედებდა, განსხვავებით არბიტრაჟისაგან “Əділет”, რომელიც არასათანადო, არასაარბიტრაჟო სასამართლოს დაქვემდებარების საქმეებსაც კი განიხილავდა და რეალურად ყაზახეთის საარბიტრაჟო პალატის რეესტრშიც კი არ იყო გატარებული.

რაიონთაშორისმა სპეციალიზირებულმა ეკონომიკურმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და “Əділет” ლიკვიდირებულად გამოაცხადა, თავად აინურ ასკარკიზზე კი, რომელიც ამჟამად გაუსვლელობის ხელწერილით არის განთავისუფლებული, “ხელისუფლების წარმომადგენლის წოდების თვითნებური მითვისების” მუხლით გრძელდება ძიება და მას ფულადი ჯარიმა ან ხუთ წლამდე ციხე ელის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად