მოსამართლეობის კანდიდატი: თუ მოსამართლეზე ზეწოლა ხორციელდება, რა გზა აქვს?! ან უნდა წავიდეს ან დაემორჩილოს

ასე უპასუხა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძემ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც მისი მოსმენა მიმდინარეობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რომან კაკულიას კითხვას.

“მოდით იმაზე შევთანხმდეთ, თუ მოსამართლე ინსტიტუციურად დამოუკიდებელი არ არის, რაც არ უნდა პიროვნული მახასიათებლები ჰქონდეს მას, სისტემა მაინც ვერ იმუშავეს და ვერ შედგება.
თუ მოსამართლე შეხედავს რომ მასზე ირიბად თუ პირდაპირ ხორციელდება ზეწოლა, რა გზა აქვს მას დარჩენილი? ან უნდა წავიდეს თანამდებობიდან ან დაემორჩილოს იმ „წესებს“ რასაც თავს მოახვევენ, თუ ამას დამორჩილდა და ის ვერ აღმოჩნდა მედეგი“- განაცხადა ზაზა თავაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად