მოსამართლემ გვარამიას შუამდგომლობა გაითვალისწინა და “რუსთავი 2”-ს სხდომის გაშუქების უფლება მისცა

მოსამართლემ გვარამიას შუამდგომლობა გაითვალისწინა და “რუსთავი 2”-ს სხდომის გაშუქების უფლება მისცა.

ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილს შუამდგომლობით მიმართა, საზოგადოების მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე “საზოგადოებრივ მაუწყებელთან” ერთად “რუსთავი 2”- მაც გააშუქოს სხდომის მიმდინარეობა. მოსამართლემ შუამდგომლობა გაითვალისწინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ყოფილი გენერალური დირექტორია, ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახის შეფარდების საკითხის განმხილველი სხდომა იწყება.

პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის გირაოს – 80 000 ლარის შეფარდებას და ქვეყნიდან გაუსვლელობას ითხოვს. თუმცა, გვარამიამ გუშინ განაცხადა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებს.

“პროკურატურას ვეუბნები თქვენ გაქვთ 2 არჩევანი ხვალ, როდესაც შეხვალთ სასამართლოში. ან ჩემი თავისუფლება, ან ჩემი პატიმრობა, მე არ მოგცემთ საშუალებას არცერთი მესამე ვარიანტის. არავითარი კომპრომისი კორუფციის შემთხვევაში არ იქნება დაშვებული. მე არ გადავიხდი არანაირ გირაოს – მაღალს უბრალოდ ვერ და დაბალს არ. იმიტომ, რომ მე ვარ უდანაშაულო. არანაირი შინა პატიმრობა.

ვერც ეჟვანს ვერ შემაბამთ, ვერც სახლში ვერ დამაბამთ,ვერც გირაოს ვერ გადამახდევინებთ. ამის გამო ბოდიშს ვუხდი ჩემი ოჯახის წევრებს, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდებიან, მაგრამ არა უშავს ჩვენ ავიტანთ, აგვიტანია უარესიც იგივე ადამიანის გამო, რომელსაც მე დავასამარებ და რომლის კაპიტულაციასაც ჩავიბარებ მე”, – განაცხადა ნიკა გვარამიამ გუშინ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად