A1 ბანერი

მოსამართლე: თუ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას მხარს დაუჭერენ, სარჩელს საკონსტიტუციოში შევიტანთ

ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში უვადოდ გამწესებულმა მოსამართლე ლაშა თავართქილაძემ იუსტიციის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

“იმედი მაქვს, ეს კანონპროექტი დარჩება პროექტად, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მაინც დაუჭერენ მხარს, ჩვენ სარჩელით მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს და იქ დავიცავ ჩვენს უფლებებს”, – განაცხადა ლაშა თავართქილაძემ.

შეგახსენებთ, მოსამართლეები მსჯელობენ კანონპროექტზე – “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, კანონპროექტი ითვალისწინებს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...