მოსამართლე თამაზ ურთმელიძე: “დედაჩემის საქმე დასრულებული მეგონა”

 თბილისის საქალქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ, რომელიც ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშისა და ტელეკომპანია რუსთვავი2 -ს შორის ქონებრივ დავას განიხილავს, სასამართლო სხდომაზე დედის, დინარა გიორგობიანთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება. 

მოსამართლის თქმით, დედამისი არ ითვლება ოჯახის წევრად, ხოლო დედასა და ყოფილი სიძის ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საქმე თითქმის 2 წელია მიმდინარეობს და იქვე დასძინა, რომ საქმე დასრულებული ეგონა, რადგან როგორც მისთვის არის ცნობილი, მსუბუქი სიმძიმის დანაშაული მოხდა.

"დედასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, ქალბატონი დინარა გიორგობიანი არ ითვლება ჩემი ოჯახის წევრად. პროცესი 2 წელია მიმდინარეობს“. მისივე თქმით დვოკატისგან მიიღო ინფრომაცია, რომ საქმე განრიდების ინსტიტუტის საშუალებით მოაგვარდა და საქმე დასრულებული ეგონა. „მე დასრულებული მეგონა ეს საქმე“, – განაცხადა ურთმელიძემ.

შეგახსენებთ, რომ  თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ქიბარ ხალავაშისა და ტელეკომპანიას რუსთავი-2 -ის სამოქალქო დავის განხილვა მიმდინარეობს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ დააკმაყოფილა ქიბარ ხალვაშის მოპასუხე მხარის „რუსთავი-2“-ის შუამდგომლობა და დარბაზში ვიდეოკოლაჟის ჩვენება გაიმართა,  სადაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის ოჯახის წევრების შესახებ რუსთავი -2-ის მიერ მომზადებული ყველა სიუჟეტი იყო ასახული. მოსამართლე 20 წუთი  უსმენდა და უყურებდა სიუჟეტებს იმის შესახებ, როგორ დაჭრა დედამისმა სიძე, 20 წუთიანი ვიდეოკოლაჟის ჩვენების შემდეგ, რუსთავი -2 -ის წარმომადგენელმა დააყენა შუამდგომლობა მოსამართლე თამაზ ურთმელიძის თვითაცილების შესხებ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...