მოსამართლე შოთა გეწაძე: ვიფიქროთ იმაზე, რომ პარლამენტში გვყავდეს ჩვენი წარმომადგენელი

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობენ. კანონპროექტი ითვალისწინებს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ მოსამართლეებთან გამოთქვა ინიციატივა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საკანონმდებლო ორგანოში ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი:

„თუ სახალხო დამცველს ჰყავს თავსი წარმომადგენელი პარლამენტში, რატომ არ უნდა ჰყავდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს?. იქნება ვიფიქროთ ამაზე, რომ გვყავდეს ჩვენი წარმომადგენელი“, – განაცხადა შოთა გეწაძემ.

დარბაზში მყოფი მოსამართლეები შოთა გეწაძის ინიციატივას ტაშით შეხვდნენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...