მოსამართლე ნატო აკობია: SOS! სასამართლო საფრთხეშია!

ასე მიმართა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარემ ნატო აკობიამ კოლეგებს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა მიმდინარეობს.

აკობიას თქმით, გარკვეული ჯგუფი ცდილობს სასამართლო წელში გადატეხოს. მან მოუწოდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ბოლომდე დაიცვან სასამართლო კორპუსის უფლებები.

“დღეს ჩვენ ყველა ვამბობთ “SOS! – სასამართლო საფრთხეშია!”, – განაცხადა ნატო აკობიამ.

შეგახსენებთ, მოსამართლეები მსჯელობენ კანონპროექტზე მსჯელობენ კანონპროექტზე – “საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონპროექტი ითვალისწინებს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

ცნობისთვის, ნატო აკობია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უკვე შეიტანა განაცხადი და ის უვადოდ მოსამართლედ გამწესების მსურველია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...