მოსამართლე მამია ფხაკაძემ “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტებს ეთიკის ქარტიაში უჩივლა

ამის შესსხებ განცხადებას რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამია ფხაკაძე განცხადებას ავრცელებს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს სამდივნომ დასაშვებად სცნო რუსთავის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამია ფხაკაძის განცხადება ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” ჟურნალისტების, ნოდარ მელაძის და ქეთი ნადიბაიძის წინააღმდეგ.

სადავო სიუჟეტი, რომელიც 16 თებერვალს გავიდა ეთერში და მოსამართლეთა ძვირადღირებულ სახლებს ეხებოდა, მათ შორის ნახსენები იყო მამია ფხაკაძეც და მის საკუთრებაში არსებული სახლი. ის მიიჩნევს, რომ “რუსთავი 2-მა” არაზუსტი ფაქტები გაავრცელა, რითიც დაირღვა ქარტიის პირველი პრინციპი, რომლის თანახმადაც ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

ამასთან, მამია ფხაკაძის განცხადებით, დარღვეულია ქარტიის მესამე პრინციპიც (ფაქტების მიჩქმალვა), ვინაიდან სადავო მასალაში ჟურნალისტემა აუდიტორიას არ მიაწოდეს სრულყოფილად ინფორმაცია და მიქჩმალეს მნიშვნელოვანი დეტალები.

ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს და გადაწყვეტს მართლაც დარღვეულია თუ არა ქარტიის პრინციპები სადავო სიუჟეტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...