მოსამართლე მაია ვაჩაძე: წინა ხელისუფლების დროს სისხლის სამართლის კოდექსი ძალიან იმპერატიული იყო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მაია ვაჩაძის განცხადებით, წინა ხელისუფლების პირობებში, სახელმწიფოს ნება იყო – არა დანაშაულს, ყველა საშუალებით. ხელისუფლების ეს მიზანი გარკვეულწილად მიღწეული იყო – დანაშაული შემცირდა.

“სისხლის სამართლის კოდექსი ძალიან იმპერატიული იყო. სახელმწიფოს ნება იყო – არა დანაშაულს. მიზანი ამართლებს საშუალებას, მიზანი იყო – არა დანაშაულს. ეს ნიკოლო მაკიაველის დევიზია, რომელიც ამბობდა, რომ უნდა იყო ისეთი, რომ შეასრულო, მიზანს მიაღწიო და საშუალებები ხანდახან დასაშვებია. შესაბამისად, ის მიზანი გარკვეულწილად მიღწეული იყო, დანაშაული შემცირდა, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ რა ღირებულებების ფასად. ანუ აქ საუბარია, ის ღირებულებები, რომელიც შემცირდა, ღირდა ამ დანაშაულის შეფასებად თუ არა“,- განაცხადა მაია ვაჩაძემ.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს მაია ვაჩაძეს უსმენენ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად