მოსამართლე იუსტიციის საბჭოს: თქვენ რომ უკან დაიხიოთ, ქართული მართლმსაჯულება ჩამოიშლება

თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლეები „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მსჯელობენ. კანონპროექტი ითვალისწინებს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა მიმდინარეობს, სიტყვით გამოვიდა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოუწოდა, არ დაიხიონ უკან და მხარი არ დაუჭირონ მოსამართლეთა უვადოდ გამწესების შეჩერებას.

„თქვენ რომ უკან დაიხიოთ, ეს ნიშნავს რომ ქართული მართლმსაჯულება ჩამოიშლება“- განაცხადა დავით მამისეიშვილმა .

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...