მოსამართლე გიორგი არევაძემ ნიკა გვარამია 500 ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიასა და მოსამართლე გიორგი არევაძეს შორის კამათი იყო. რაც გვარამიას საჯაროდ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა.
მოსამართლე ნიკა გვარამიასგან ითხოვდა გაეკეთებინა განმარტება, მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით.

სასამართლო დარბაზში მოსამართლესა და გვარამიას შორის კამათი, „მთავარი არხის“ დამფუძნებლის 500 ლარით დაჯარიმებით დასრულდა.
ხოლო გიორგი არევაძემ ნიკა გვარამიას „ფულის გათეთრების“ საქმე საკუთარი სურვილით ისე აიცილა, რომ საქმეში ბრალდებულ გვარამია ამაზე შუამდგომლობა არ დაუყენებიათ.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელმა ნიკა გვარამიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებთან სხდომათა დარბაზში მომხდარი ფაქტი შეაფასა და განაცხადა.

„რა თქმა უნდა გავასაჩივრებ ჯარიმას, საბოლოო ჯამში მივედით იქამდე რომ, სიტყვა არაადეკვატური არის აკრძალული შეფასება. არაადეკვატური კი არა, დამნაშავე სასამართლო სისტემასთან გვაქვს საქმე. რომელ ადეკვატურობაზე ვლაპარაკობთ?!
წინასწარ ვიცოდი, რომ ეს თვით აცილება დღეს მოხდებოდა. ზუსტად ვიცი, რომელ კაბინეტში როგორ დაიგეგმა, ისიც ვიცი, რატომ გამოიტანეს ჩემი უკან დაბრუნების გადაწყვეტილება. იმიტომ, რომ ასე იყო საჭირო, იმიტო, რომ ამ ქვეყნაში ყველაფერი არ გამოვა. და არც ყოველდღე ჩანიშნული სასამართლო პროცესებისა და მთავარი მედია დირექტორების დაჭერა არ გამოვა ამ ქვეყანაში. ჩვენ მარტო არ ვართ, მარტო სახლში დატოვებული გიჟებივით.
სიტყვა არაადეკვატური არის სალიტერატურო სიტყვა, არის ძალიან დაბალ გრადუსიანი შეფასება. უკაცრავად, მაგრამ ასჯერ უფრო უარესის შეფასებას მივცემ ჩემ თავს.
მე არ მიხმარია სკაბრეზული სიტყვები, დიდი ბოდიში და არც სამ ასოიანი სიტყვები, არც ხუთი და არც 27-ში. ვთქვი სალიტერატურო ენით შეფასება. არაადეკვატური ეს მოსამართლე იმ პროცესზე ნამდვილად იყო.
პატიმრობის მუქარა კი არა, 40 წლიანი პატიმრობა მემუქრება ამ მუხლებით და ისიც ფეხებზე მკიდია. რაში მაინტერესებს დროებით პატიმრობა, მანდატურები თუ დამაკავებენ. საერთოდ არ მაღელვებს. რა წამებული მანტიაზე იყო საუბარი? მან ნადვილად გადაიყვანა ეს პირად ურთიერთობაში. იმიტომ რომ ეს საქმე აეცილებინა.
ჩვენ მაინც ვაყენებდით აცილების საკითხს და შეუძლებელი იქნებოდა ამ საქმის არ აცილება” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად