მოსამართლე ბადრი შონია: მამუკა ახვლედიანი არ იმსახურებს, რომ გვერდში დავუდგეთ

"ჩვენმა ყოფილმა თავმჯდომარემ არ დაიმსახურა ის, რომ ჩვენ მის გვერდით ვყოფილიყავით",- ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი შონიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ამ წუთებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე მოსამართლეებთან შეხვედრას მართავენ.

მოსამართლე შონიას თქმით, სასამართლოში მენეჯერული პრობლემები იყო. როგორც შონიამ აღნიშნა, ახვლედიანი მუდმივად მივლინებაში იყო და არასწორად ანაწილებდა საქმეებს.

"მე ისე დამაწერა საქმე, რომ შვებულებაში ვიყავი",- განაცხადა შონიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, 22 თებერვალს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეს, მამუკა ახვლედინს უფლებამოსილება შეუწყდა.

ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე მოსამართლეებს ხვდებიან.

კომენტარები
იტვირთება...