მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი: ორი კრედიტი არასდროს მქონია

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ბადრი კოჭლამაზაშვილმა, რომელიც ე.წ. კორტების საქმის განმხილველი მოსამართლეა, მოსამართლეთა კორპუსთან ერთად საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ირაკლი ფირცხალავას მეუღლის, გიორგი ცააძის დის და ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ მას ორი სესხი გააჩნია, სიცრუეა.

"რასაკვირველია, მე გადაწყვეტილი მაქვს, რომ მიმვმართო საგამოძიებო ორგანოებს სათანადო რეაგირებისათვის. ამასთან, არ იქნება გასაკვრი, თუ ვიტყვი, რომ უზომოდ შეურაცხყოფილი ვარ ასეთი უზნეო, უსინდისო და შერუაცხმყოფელი ინფორმაციის გავრცელებით, რომელშიც მსჯავრდებულთა ოჯახის წევრებთან ერთად, სამწუხაროდ მონაწილეობა მიიღო ადვოკატმა ველიჯანაშვილმა, რომელმაც ნაცვალდ იმისა, რომ კარგად გაცნობოდა საქმის მასალებს და სამართლებრივი გზებით ეზრუნა თავისი კლიენტის დასაცავად, ასეთი ბინძური კამპანიის წარმართვა გადაწყვიტა, რაც სხვა არაფერია, თუ არა მოსამართლეზე ერთგვარი შურისძიება მის მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გამო.

თუ მიზანმიმართულ ცილისწამებასთან არ გვაქვს საქმე და თუ ამ დეზინფორმაციის გამარვცელებელი პირები მიზნად არ ისახავდნენ მოსამართლისა და სასამართლოს დისკრედიტაციას, მაშინ მათ მიერ დასმულ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა მათ თავსუფლად შეეძლოთ ჩემს ქონებრივ დეკლარაციაზე დაყრდნობით, სადაც მითითებულია, როგორც ჩემ მიერ აღებული კრედიტის ოდენობა, რომელიც მე ავიღე 2011 წელს და მას მერე წლების განმავლობაში ვფარავ ყოველთვიურად, ასევე ამავე დეკლარაციაშია მითითებული ჩემი ყოველწლიური შემოსავლის ოდენობა, რომელიც ბევრად აღემატება ჩემ მიერ გადახდილი კრედიტის ოდენობას.

ამდენად, სურვილისა და ჯანსაღი ინტერესის არსებობის პირობებში, მარტივად შეიძლებოდა იმის გარკვევა, რომ მოსამართლის ყოველწლიური შემოსავლის ოდენობა იძლეოდა მის მიერ წინსწრებით კრედიტის გადახდის შესაძლებლობას. აქვე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არავითარი ორი კრედიტი, არავითარი ორი სესხი მე არასდროს არ მქონია. მე მქონდა მხოლოდ ერთი სესხი ორჯერ გამოყენებული იპოთეკით, რაც განპირობებული იყო კრედიტის თავდაპირველად დოლარის აღებით, რაც მოგვიანებით ლარში გადავიტანეთ, რა დრსოაც ბანკმა დადგენლი წესის მიხევდით მეორეჯერ გამოიყენა იპოთეკა.

საინტერესოა, ვისაგან უნდა ამეღო ქრთამი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანაში, ან დაზარალებული მხრისაგან, ან პროკურატურისაგან. ეს ის დაზარალებული მხარეა, რომელიც თავადაც არანაკლებ უკმაყოფილო დარჩა ჩემ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, მათ დატოვეს სხდომის დარბაზი, რადგან მიაჩნდათ, რომ ჩემ მიერ ბრალდებულისათვის დანიშნული სასჯელი იყო ზედმეტად ჰუმანური და არ შეესაბამებოდა მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს", – განაცხადა ბადრი კოჭლამაზაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ე.წ. "კორტების საქმეზე" მსჯავრდებულების ირაკლი ფირცხალავასა და გიორგი ცააძის ოჯახის წევრებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი, რომელი ე.წ "კორტების სპეცოპერაციის საქმის" განმხილველი მოსამართლე იყო კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულეს.

კომენტარები
იტვირთება...