მოსალოდნელი მეწყერისა და ღვარცოფის გამო დარიალის ხეობაში მოძრაობა შეიზღუდა

გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 – 7 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი რაოდენობის ნალექი, რამაც მეწყერული და ღვარცოფული პროცესები შეიძლება განაპირობოს,-ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტრო იუწყება.

“აღნიშნული პროგნიზის გათვალისწინებით, შესაძლო რისკების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება დარიალის ხეობაში, საგზაო მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვასთან დაკავშირებით.

მოძრაობა აღდგება მას შემდეგ, რაც შესაბამისი კომპეტნციის უწყებები მეტეოროლოგიური და გეოლოგიური თვალსაზრისით გამორიცხავენ აღნიშნული რისკების დადგომის შესაძლებლობას”,-აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...