„მოსახლოებას ვურჩევ, აიცრას, ისე ეს უბედურება არ დასრულდება“ – არველაძეები აიცრნენ

ქართველი ვეტერანი ფეხბურთელები ძმები შოთა და აჩი არველაძეები სინოფარმით აიცრნენ.

“მოსახლეობას ვურჩევ აცრას. სხვანაირად ეს უბედურება არ დამთავრდება”, – თქვა შოთა არველაძემ.

აჩი არველაძე კი ამბობს, რომ უხარია რომ აიცრა.

“ძალიან კარგად ვარ, მიხარია რომ ავიცერი. დიდი სურვილი მქონდა, რომ რაც შეიძლება ჩქარა გამეკეთებინა აცრა. მადლობა ყველას, ვინც ამის საშუალება მოგვცა. მე ავიცერი, ჩემი მეუღლე, ჩემი ძმა. შვილებიც აიცრებიან. აუცილებელია ჩვენთვის და ვინც ფიქრობს, რომ აუცილებელია აუცილებლად აიცრას”, – განაცხადა აჩი არველაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...