მოქალაქეთა ჯგუფი ზურაბ ჟვანიას სახელის გადარქმევას და ქუჩის ნაწილისთვის კვლავ ძმები ზუბალაშვილების სახელწოდების დაბრუნებას ითხოვს

ამის შესახებ ნათქვამია თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

„სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მოქალაქეთა ჯგუფის ინიციატივა განიხილა, რომლის მიხედვითაც მოსახლეობა ზურაბ ჟვანიას სახელის გადარქმევას და ქუჩის ნაწილისთვის კვლავ ძმები ზუბალაშვილების სახელწოდების დაბრუნებას ითვალისწინებდა.
განხილვის ფარგლებში, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ მოქალაქეებთან შეხვედრები გამართა და მათ მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.
კომისია დაინტერესებულ მხარეებს კანონმდებლობით განსაზღვრულ ჩარჩოებში მოქცევისკენ და კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით სარგებლობისკენ მოუწოდებს. თუ ისინი თვლიან, რომ 2005 წელს, ადგილობრივმა თვითმმართველობამ მათი უფლებები შელახა, მიმართონ სასამართლოს.
თავის მხრივ, სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია იღებს ვალდებულებას, სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, საკითხი გამჭვირვალედ და მოქალაქეთა სრული მონაწილეობით განიხილოს”.

ასევე, აღნიშნული, რომ ზურაბ ჟვანიას ქუჩის აბრები დღეს მიზანმიმართულად  დააზიანეს.

სრული განცხადება შეგიძლიათ იხილოთ აქ: თბილისის საკრებულო ზურაბ ჟვანიას ქუჩაზე აბრების დაზიანებაზე განცხადებას ავრცელებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად