მორის ყვითელაშვილმა ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე 24-ე ადგილი დაიკავა

პიონჩანგში მიმდინარე ზამთრის 23-ე ოლიმპიურ თამაშებზე თავისი გამოსვლა დაასრულა, ფიგურულმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა, რომელიც თავისუფალ პროგრამაში წარუმატებლად გამოვიდა და მხოლოდ 128.01 ქულა მიიღო, ორი გამოსვლის ჯამში კი 204,57 ქულა და 24 კაციან ფინალურ ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა.

ძალიან დაძაბულად წარიმართა ოლიმპიური თამაშების ფავორიტთა ბრძოლა საპრიზო ადგილებისთვის. სოჭის 2014 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იაპონელმა იუძურუ ჰანიუმ, რომელიც ლიდერობდა მოკლე პროგრამის შემდეგ (111.68), თავისუფალი ვარჯიშიც ოსტატურად შეასრულა (206.17), ორჭიდში 317.85 ქულა აიღო და ზედიზედ მეორედ დაეუფლა ოლიმპიურ ოქროს მედალს.

306.90 ჯამური ქულით მეორე ადგილზე გავიდა ჰანიუს თანამემამულე შომა უნო, ბრინჯაოს მედალი კი ესპანელმა ხავიერ ფერნანდესმა მიიღო (305.24).

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად