მორის ყვითელაშვილმა პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე კვალიფიკაცია დაძლია (ვიდეო)

სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში მიმდინარე ზამთრის 23-ე ოლიმპიურ თამაშებზე, თავისი პირველი გამოსვლა შეასრულა, ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა.

ახალგაზრდა მოციგურავე პირველი ოთხმაგი სალტოს შესრულებისას ყინულზე დაეცა, ჯამში კი 76.56 ქულა მოაგროვა, რითაც 10 ქულით გაიუარესა სეზონის საუკეთესო მაჩვენებელი, თუმცა ყვითელაშვილმა კვალიფიკაცია დაძლია და ხვალ, თავისუფალ პროგრამას წარადგენს.

გამოსვლები, თბილისის დროით, 17 თებერვალს, 05:00 საათზე დაიწყება.

გთავაზობთ, მორის ყვითელაშვილის მოკლე პროგრამას პიონჩანგის ოლიმპიურ თამაშებზე. 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად