მორის ყვითელაშვილი ბოსფორის თასის გამარჯვებულია

სტამბოლში გამართულ ბოსფორის თასზე გამოსვლა, ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა ოქროს მედლით დაასრულა.

სტამბოლში გამართულ ბოსფორის თასზე გამოსვლა, ქართველმა ფიგურულმა მოციგურავემ, მორის ყვითელაშვილმა ოქროს მედლით დაასრულა.

ბოსფორის თასზე, სადაც სულ 24 ქვეყნის 105 მოციგურავე მონაწილეობდა, მაყურებლებისა და მსაჯების წინაშე პროგრამები წარმოადგინეს სენიორთა კატეგორიაში მორის ყვითელაშვილმა და ირაკლი მაისურაძემ, ხოლო იუნიორთა სეგმენტში კი – ალინა ურუშაძემ.

მორის ყვითელაშვილსა და ირაკლი მაისურაძეს ევროპის ჩემპიონატის წინ , მიეცათ საშუალება თავიანთი მოკლე და თავისუფალი პროგრამების კიდევ ერთხელ წარმოდგენისა. ორი პროგრამის ჯამში, 220,73 ქულით მორისი ტურნირის გამარჯვებული და პირველი ადგილის მფლობელი გახდა , ხოლო ირაკლი მაისურაძემ მოკლე პროგრამაში მოპოვებული მესამე ადგილის შემდეგ ჯამური 179.50 ქულით მეოთხე ადგილი დაიკავა.

საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა ქართველმა მოციგურავე ალინა ურუშაძემ, რომელმაც 13 ქვეყნის 29 მონაწილეს შორის 144, 66 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და გამარჯვების კვარცხლბეკზე უკრაინელსა და იტალიელ მოციგურავესთან ერთად კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მაღალი რეიტინგული მაჩვენებელი.

ბოსფორის თასის პარალელურად, ანდორის ქალაქ კანილოში მიმდინარე ანდორის ღია თასზე, წარმატებით იასპარეზა ანადეა გულბიანი შმიდტმა, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში,  81,65 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და 8,5 ქულით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ესპანელ მოციგურავეს, თუმცა ორი პროგრამის ჯამში ანადეა გულბიანი შმიდტი მეორე ადგილის მფლობელი გახდა. ანადეამ თავისი დამაჯერებელი გამოსვლებით პირველსა და მესამე ადგილებზე გასულ ორ ესპანელ მოციგურავეს შორის ღირსეულად წარმოადგინა საქართველო.

მსგავსი სიახლეები

მორის ყვითელაშვილის ვერცხლის მედალი მოსკოვის გრან პრიზე და ქართული ფიგურული…

მოსკოვის გრან პრის მეხუთე ეტაპზე, ქართველმა მორის ყვითელაშვილმა წარმატებით იასპარეზა და გამოსვლა მეორე ადგილზე,…

ფიგურული ციგურაობის ქართველმა მოცეკვავე წყვილმა “Volvo Open Cup 2018”-ზე…

ლატვიის დედაქალაქ რიგაში, ყოველწლიურ საერთაშორისო ტურნირზე - "ვოლვო ოფენ თასის" გათამაშებაზე, ფიგურულ ციგურაობაში,…

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, ქართველი მოცეკვავე წყვილი გრან…

საქართველოს ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად, ქართველი მოცეკვავე წყვილი - მარია კაზაკოვა და გიორგი რევია გრან…
კომენტარები
იტვირთება...