მორიგი ტრენინგი ჩატარდა წითელი ჯვრის სამტრედიის ფილიალში

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების სამტრედიის ფილიალი აგრძელებს ახალი კორონავირუსის (COVID-19) საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მოხალისეთა გადამზადებას.

მოხალისეთა ჯგუფის წევრებს განემარტათ, როგორ უნდა დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია და უსაფრთხოების ნორმები, რომლებიც მათ მოწყვლად ჯგუფებთან ურთიერთობისას დასჭირდებათ, რათა მაქსიმალურად დაიცვან როგორც საკუთარი, ასევე ბენეფიციართა ჯანმრთელობა. ‼სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიამ, მარტოხელა მოხუცებისთვის, კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მომსახურების ახალი სერვისი აამოქმედა.

70 წელს გადაცილებულ მარტოხელა, მზრუნველობა მოკლებულ მოქალაქეებს, რომელთა გადაადგილება, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, საფრთხის შემცველია, სამტრედიის მერიის მიერ შექმნილი მოხალისეთა ჯგუფები, ყოველდღიურ რეჟიმში საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე ემსახურებიან და ოჯახებში მათთვის საჭირო პროდუქტები მიაქვთ. ‼ სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია მოუწოდებს მოქალაქეებს, განსაკუთრებით 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, მაქსიმალურად დაიცვან თვითიზოლაციის წესები, მათივე უსაფრთხოებიდან გამომდინარე. ‼ მერიაში მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც შეუძლიათ მარტოხელა მოხუცებს დარეკონ და მერიის მომსახურების ახალი სერვისით ისარგებლონ👇🏻

595 59 63 59 – მიხეილ ლეჟავა

571 81 19 13 – ბეჟან გეგეშიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად