მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი 24 მაისს გაიმართება

ამის შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, პროცესის დასრულების შემდეგ მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ განაცხადა.

გუშინ სასამართლოზე ბრალდების მხარის მოწმე ლევან მოსიაშვილი დაიკითხა.

მისი განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მათი ავტოსატრანსპორტო საშუალება გაჩერებული იყო, რა დროსაც ტრაილერის ხმა მოესმათ, რამდენიმე წამში შეჯახების ხმაც გაიგონეს. მისი თქმით, ისინი დაშავებულების დახმარებას ცდილობდნენ.

“ცუდი მდგომარეობა იყო. იყო გვამები და ადამიანები დასახიჩრებული იყვნენ. ერთი მძღოლი ადგილზე იყო გარდაცვლილი, მეორე, „მერსედესის” მძღოლი საშინელ მდგომარეობაში გადმოვიყვანეთ. გამოვიძახეთ სასწრაფო, ადგილზე პატრულიც იყო. სასწრაფოს მოსვლის შემდეგ, ადგილი დაგვეტოვება გვთხოვეს”, – განაცხადა მოსიაშვილმა.

მოწმის განცხადებითვე მას შეჯახებამდე ავტომობილები არ დაუნახავს. სხდომას ადვოკატთან ერთად დაესწრო მერაბ კვირიკაშვილი.

შეგახსენებთ რომ საქმე ეხება 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, რასაც 4 ადამიანი ემსხვერპლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...