მოქალაქეთა დაჯარიმებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს

მოქალაქეთა დაჯარიმებასთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს.

ბოლო პერიოდში, საქართველოს მობილური ოპერატორების ცალკეულ აბონენტებს
,,UCKEBA”-ს სახელით დაეგზავნათ მოკლე ტექსტური შეტყობინებები, შემდეგი
შინაარსით: ,,თქვენ დაჯარიმდით კომენდანტის საათის დარღვევის გამო, ჯარიმის
ოდენობა 3000 ლარი. R.M. police.ge”.

ზემოაღნიშნული მოკლე ტექსტური შეტყობინებები არ არის გაგზავნილი შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ და არ შეესაბამება სიმართლეს.

აღნიშნულ და სხვა ანალოგიურ ფაქტებზე მიმდინარეობს შესწავლა, რომელთაც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოჰყვება შესაბამისი
რეაგირება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად