მოქალაქემ, ხულოს ახლადარჩეულ მერს შშმ პირებისთვის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების თხოვნით მიმართა

ხულოს მკვიდრი იმედა ბოლქვაძე ადგილობრივ ხელისუფლებას სოციალური ქსელის მეშვეობით სამი ძირითადი პრობლემის მოგვარების თხოვნით მიმართა.
როგორც ის წერს მისი სახლიდან ცენტრალურ გზამდე ადაპტირებული ბილიკის მოწყობა, მერიისა და რესურსცენრტის ადაპტირება და მერიაში შშმ პირების დასაქმებასა სურს.
„ჩემი როგორც შშმპ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის) საჯარო თხოვნა ხულოს მუნიციპალიტეტის მერს ვახო ბერიძე – ს .
ვინაიდან და რადგანაც დღეს ქვეყანა არ არის მზად შშმ პირის ცხოვრების გამარტივებისთვის ჩვენ ყველა ერთად ვცდილობთ შშმ პირს მივცცეთ საშუალება იცხოვროს დამოუკიდებლად.
ასევე იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მთავრობას პირდაპირი ვალდებულება აქვს აღებული, მაქსიმუმი გააკეთოს შშმ პირის დამოუკიდებლობისთვის,მგონია რომ ეს თხოვნა სავსებითნორმალური უნდა იყოს ჩემი ახლად არჩეული მერისთვის
ხოლო ამ თხოვნას რა თქმა უნდა ოფიციალური სახეც მიეცემა და აუცილებლად გადაეგზავნება ხულოს მერიას, მერიის ოფიციალურ მაილზე
მოდით დავიწყიოთ: ალბათ ყველა და ალბათ თქვენც დამეთანხმებით, რომ შშმ პირისთვის ნომერ პირველი ბარიერი გახლავთ გადაადგილება, იგულისხმება გზა რომელზეც ეტლით მოსარგებლე ვერ გაივლის დამოუკიდებლად, ამიტომაც ჩემი პირველი თხოვნაც ამას ეხება.
გთხოვთ ჩემი სახლიდან ცენტრალურ გზამდე მოაწყოთ ადაპტირებული ბილიკი, რომელიც არ იქნება დიდ თანხებთან დაკავშირებული. (ალბათ 30-50 ათასი). ძალიან მწუხ ვარ რომ ამის შეხსენება მიწევვს, მაგრამ გთხოვთ მოახდინოთ უპირველესად მერიის და რესურს ცენტრის შენობის ადაპტირება მინდა ჩემი რაიონის მერიის შენობა ჩემთვისაც ააპტირებული იყოს.
გთხოვტ მერიაში დაასაქმოთ არაერთი შშმ პირი, არა მე არამედ სხვაც, რათა ბალანსი ცოტათი მაინც აღვადგინოთ და არ ვაიძულოთ შშმ პირი ჩაიკეტოს სახლში.
დასაწყისისთვის ეს სამი ძალიან მნიშვნელოვანი თხოვნა ჩემს მერს, ყველა თხოვნის აზრი არის, ის, რომ შშმ პირთ ხულოს მუნიციპილატეტში მიეცეთ თავიანთი თავის რეალიზება.
ძალიან გთხოვთ ჩემს მოთხოვნა/თხოვნებს მერია გონივრულვადებში გამოეხმაუროს. მადლობა’, წერს იმედა ბოლქვაძე.
აღნიშნულთან დაკავშირებით „აიპრესს“ ხულოს მერიაში განუცხადეს, რომ მერიის შენობა ნახევრად ადაპტირებულია და მისი სრული ადაპტაცია მომავალ წელს იგეგმეა, მათივე ინფორმაციით, მოქალაქის სახლიდან ცენტრალურ გზამდე ბილიკის მოწყობა ვერ მოხერხდება აღნიშნული გზის სივიწოვის გამო.
მერიის განცხადებით, უახლოეს პერიოდში მერიაში გამოცხადდება კონკურსები და ნებისმიერ მსურველს შეეძლება მონაწილეობის მიღება.
„რაც შეეხება მერიის ადაპტირებას შშმ პირებისთვის მერია ნაწილობრივ ადპტირებულია და მომავალში იგეგმება სრულად ადაპტირება.
ცენტრალური გზიდან განახლების ცენტრამდე გზა სრულად მობიტონებულია დაღჩენილია მხოლოდ სკოლის მიმდებარე ტერიტორია სადაც მიმდინარეობს სკოლის სამშენებლო სამუშაობი და სამუშაოების დასრულების შემდეგ იქაც დაეგება ბეტონის საფარი.რაც შეეხება ბილიკს, გზა იმდენად ვიწროა რომ იქ გზის გასწვრი პრაქტიკულად შეუძლებელია ბილიკის დაემატება.
დასაქმებასთან დაკავშირები, გაცნობებთ, რომ მერიაში გვაქვს რამდენიმე პოზიციაზე ვაკნსია და უახლოეს დღეებში გამოცხადდება კონკურსი უკვე მიმდინარეობს შესაბამისი დოკმენტაციის მომზადება და კონკურსის გამოცხადების შემდეგ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა, აღნიშნული პიროვნება კი ამ დროისათვის ბეშუმის ა(ა)იპში მუშაობს პიარის სპეციალისტად,“ – განუცხადეს „აიპრესს“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...