მოქალაქეებს, რომლებსაც მთავრობა ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, სესხის პროცენტის გადახდა კიდევ სამი თვით გადაუვადდებათ

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„საქართველოს მთავრობისა და საბანკო სექტორის, ეროვნული ბანკის თანამშრომლობის შედეგად, კრიზისის პირველივე ეტაპზე ჩვენ ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება და საბანკო სექტორმა ფიზიკურ პირებს კრედიტის პროცენტის გადასახადი სამი თვით გადაუვადა. ეს სამი თვე უკვე გავიდა.

ჩვენ გვქონდა შეხვედრა და მივიღეთ ერთობლივი შეჯერებული გადაწყვეტილება, რომელიც გულისხმობს შემდგომს. ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და, რომელსაც სახელმწიფო თავისი სოციალური ანტიკრიზისული გეგმით ეხმარება, შემდგომი სამი თვის განმავლობაში ავტომატურად გადაუვადდება სესხის მომსახურება, ასევე სამი თვით.

ვიმეორებ, ყველა მოქალაქეს, რომელსაც სახელმწიფომ სოციალური დახმარების ფარგლებში ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად ეხმარება. გარდა ამისა, ყველა იმ მოქალაქეს, რომელსაც შეუმცირდა შემოსავალი, აქვს საბანკო კრედიტი და თავისი სურვილით მიმართავს ბანკს, ასევე მოხდება მისი საკრედიტო პროცენტის გადასახადის გადავადება სამი თვით და ყველაფერი ეს მოხდება პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე, რაც არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად