საზღვარზე გადმომსვლელთა საყურადღებოდ – საგანგებო მდგომარეობის მოხსნა საკარანტინე ზონის გაუქმებაზე არ იმოქმედებს

22 მაისს საგანგებო მდგომარეობასთან ერთად, ე.წ. კომენდანტის საათიც გაუქმდება და საღამოს ცხრიდან დილის ექვსამდე ქუჩაში გადაადგილების აკრძალვა მოიხსნება.

“აიპრესსი” დაინტერესდა, კვლავ გადაიყვანდნენ თუ არა იმ მოქალაქეებს საკარანტინო ზონებში, რომლებიც საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდეგ შემოვიდოდნენ.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადეს, საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგაც, კვლავ გაგრძელდება ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული პირების საკარანტინო სივრცეებში გადაყვანა.

საქართველოს მოქალაქეები და უცხოელები, რომლებიც საქართველოში შემოვლენ, საზღვრის კვეთის დროს გამკაცრებულ რეჟიმს დაექვემდებარებიან.

ყველა ის მოქალაქე, რომელიც საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შემდეგ საქართველოში შემოვა, ის კვლავინდებურად
14 -დღიან სავალდებულო კარანტინში იქნება გადაყვანილი. (სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილ საკარანტინე სივრცეში) თუ თვითიზოლაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად