მოპედით მოძრაობა მართვის მოწმობის გარეშე იკრძალება

ამის შესახებ ცვლილება “საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონში უკვე შევიდა.

ცვლილება ძალაში 2022 წლის 28 მარტიდან შევა და მოპედების მძღოლებთან ერთად მსუბუქი კვადროციკლების მძღოლებსაც შეეხებათ ცვლილება.

კანონში ასევე შედის ცვლილება, მართვის მოწმობის გამოცდის წესებთან დაკავშირებით. მოწმობის მისაღებად აუცილებელი ხდება გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება. ცვლილება 2022 წლის 25 აპრილიდან ამოქმედდება.

კომენტარები
იტვირთება...