“მოპარულია”, “გვჭირდება მხარდაჭერა” – მაიკ პომპეოს აეროპორტთან აქციით ხვდებიან

საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი დაიწყო. მისი თქვითმფრინავი საქართველოში ამ წუთებში დაეშვა.

მაიკ პომპეოს ოპოზიციური პარტიების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები აეროპორტში აქციით ხვდებიან. აქციაზე აქვთ ინგლისრენოვანი ტრანსპარანტები წარწერით: “მოპარულია”, “ჩვენ გვჭირდება ამერიკის სამხედრო ბაზები საქართველოში”, “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბატონო პომპეო”, “ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა”, “სად არის არჩევნები”.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ეს არის მისალმება და პატივისცემის გამოხატულება აშშ-ის სახელმწიფო მდივნისადმი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად