მონტენეგროში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

მონტენეგროში საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას მონტენეგროს სახელმწიფო საარჩევნო კომისია ავრცელებს.

სახელმწიფო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ქვეყნის 620 000 მაცხოვრებლიდან 540 026 ადამიანს აქვს ხმის მიცემის უფლება. ამომრჩეველებმა არჩევანი უნდა გააკეთონ ექვს კოალიციასა და ხუთ პოლიტიკურ პარტიას შორის.

სიაში პირველ ადგილზე არიან სოციალ-დემოკრატები, მეორეა ბოსნიის პარტია, მესამე ხორვატიის სამოქალაქო ინიციატივის პარტია, მეოთხე პარტია “ძლიერი მონტენეგრო”, მეხუთე არის ხორვატიის რეფორმების პარტია, მეექვსე – კოალიცია “შავი თეთრზე”, სამოქალაქო მოძრაობა URA, მოქალაქეთა კავშირი, სიმართლისა და შერიგების კავშირი, მეშვიდე – ალბანეთის პარტიების კოალიცია, მერვე – მონტენეგროს მმართველი დემოკრატიული პარტიის კოალიცია. ყველაზე დიდი ოპოზიციური კოალიცია “მონტენეგროს მომავლისთვის”, რომელსაც პროფესორი ზდრავკო კრივოკაპიჩი უდგას სათავეში, მე -9 ადგილზეა.

არჩევნები მეთერთმეტედ ჩატარდება ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემის დანერგვის შემდეგ. მონტენეგრო საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომელშიც საკანონმდებლო ორგანო არის ერთპალატიანი პარლამენტი – ასამბლეა, რომელიც შედგება 81 დეპუტატისგან. კანონმდებლობის გარდა, მის უფლებამოსილებებში შედის კონსტიტუციის მიღება, პარლამენტი ასევე ამტკიცებს და ათავისუფლებს პრემიერ-მინისტრს და მთავრობის წევრებს, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეს, გენერალურ პროკურორს და ამტკიცებს ბიუჯეტს.

დეპუტატებს ირჩევენ ოთხი წლის ვადით პირდაპირი ფარული კენჭისყრით. პარლამენტში შესასვლელად, პარტიებმა და კოალიციებმა უნდა გადალახონ 3 პროცენტიანი ბარიერი. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა პოლიტიკური გაერთიანებებისათვის გამოიყენება დამატებითი წესი. თუ ვერცერთი მათგანი გადალახავს 3%-იან ბარიერს, მაშინ ზღვარი ჩამოდის 0.7%-მდე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად