მონტენეგრო, ალბანეთი, ნორვეგია და უკრაინა ანტირუსული სანქციების გახანგრძლივებას შეუერთდნენ

მონტენეგრო, ალბანეთი, ნორვეგია და უკრაინა, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 2019 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივებას შეუერთდნენ. ამის შესახებ განცხადება ფედერიკა მოგერინიმ გააკეთა.

"წევრობის კანდიდატი ქვეყნები მონტენეგრო და ალბანეთი, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრი ქვეყანა ნორვეგია და აგრეთვე უკრაინა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას შემოუერთდნენ", – ნათქვამია განცხადებაში.

ევროსაბჭომ 5 ივლისს, რუსეთის წინააღმდეგ სექტორული სანქციების 2019 წლის 31 იანვრამდე გახანგრძლივების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

შეზღუდვები ვრცელდება რუსული ეკონომიკის საფინანსო და ენერგეტიკის სექტორებზე, თავდაცვის მრეწველობაზე და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის წარმოებაზე.

რუსეთის წინააღმდეგ სექტორული შეზღუდვები 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო დაწესდა. გარდა ამისა, ევროკავშირმა სანქციები განახორციელა რუსული ცალკეული კომპანიებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად