“მონოლოგი სარწეველა სკამიდან” – პარლამენტარმა ზაზა გაბუნიამ რომანი დაწერა

“მადლობა შესანიშნავ გამომცემლობას – “ინტელექტს”, რომელმაც პატივი დასდო ჩემს წიგნს და გამოსცა.
ვინც ელოდით, აი, უკვე თქვენ წინაშეა” – ზაზა გაბუნიამ თავისი რომანი გამოუშვა. ამის შესახებ ის თავისსავე “ფეისბუქზე ” იუწყება.

როგორც გამომცემლობა “ინტელექტი გვამცნობს:  უკვე წიგნის მაღაზიებში  ზაზა გაბუნიას სადებიუტო რომანი – „მონოლოგი სარწეველა სკამიდან“

წიგნი ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ორნითოლოგიით გატაცებული კაცის მონათხრობია.

ზაზა გაბუნიას რომანის სიუჟეტი გასული საუკუნის 20-40-იანი წლების საქართველოში, ბერლინში, პარიზსა და გამოგონილ ქალაქ ანდაუთაში ვითარდება. ცნობილი და დრამატული მოვლენების შუაგულში მოქცეულია სამი მეგობარი – დიპლომატი, მისი მეუღლე და ხელოვანი.

თქვენ წინაშეა მეგობრობის ისტორია, რომელსაც ტოტალიტარიზმმა დაასვა დაღი, მთლიანად შეცვალა თითოეულის ცხოვრება და მათ შორის წარმოშვა უფსკრული, რომლის სხვადასხვა მხარეს დარჩენილები მრავალგვარი, მათ შორის უცნაური გზებით ცდილობენ ხელის გაწვდენას და ერთმანეთთან კვლავ დაკავშირებას.

სიყვარული და გადასახლება; დიპლომატიური მისია ქვეყნის აღიარებისთვის და ტოტალიტარული სახელმწიფოს პასუხი; ჩეკისტის პირადი სივრცე; თავზარდამცემი აღმოჩენა და მოულოდნელი ფინალი – საიდუმლო, რომელსაც მთხრობელი გვიმხელს.

▪️ რედაქტორი: სოფო კობიაშვილი
▪️ დამკაბადონებელი: ლიკა სხირტლაძე
▪️ გარეკანის დიზაინერი: თეონა ჭანიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად