მონადირე, რომელიც დაიჭრა, დაბა ჯვარის ტყიდან გამოყვანისას გარდაიცვალა

დაჭრილი მონადირე, რომელსაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, დაბა ჯვარის ტყეში იარაღი გაუვარდა და თვითდაზიანება მიიყენა, ტყიდან გამოყვანისას გარდაიცვალა.

გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით, უბედური შემთხვევა, დილის საათებში მოხდა. დაჭრილმა 112-ში თავად დარეკა.

სამაშველო ღონისძიება რამოდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელშიც მაშველთა ჯგიუფები და სასაზღვრო პოლიციის ვეტრმფენი იყო ჩართული.

უამინდობის და მიუვალი რელიეფის გამო, თვითმფრინავმა შემთხვევის ადგილზე დაჯდომა ვერ მოახერხა, რის გამოც ფეხით წასულ მაშველებს და ადგილობრივებს დაჭრილი მამაკაცი საკაცის საშუალებით ფეხით მოყავდათ, თუმცა მონადირე გზაში გარდაიცვალა. მას ღრმა ჭრილობა მუცლის არეში ქონდა მიყენებული.

გარდაცვლილი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული, თუმცა მანამდე გარდაცვლილის ახლობლებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირება მოხდა. ოჯახის წევრები უარს აცხადებდნენ გარდაცვლილი მამაკაცის ექსპერტიზაზე გადასვენებაზე.
62 წლის მამაკაცი სანადიროდ 23 ნოემბერს წავიდა.მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად