მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო, TikTok-ის წინააღმდეგ ევროკომისიაში სარჩელი შეიტანეს

ევროპის მომხმარებელთა ორგანიზაციამ (BEUC), რომელიც აერთიანებს პროფილურ ასოციაციებს ევროკავშირის ქვეყნებში, საჩივარი შეიტანა ევროკომისიაში პოპულარული სოციალური ქსელის TikTok-ის წინააღმდეგ, მომხმარებელთა უფლებების დარღვევის გამო.

ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ სულ რამდენიმე წლის განმავლობაში TikTok გახდა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი, პირველ რიგში, ბავშვებში. ამავე დროს, მისივე თქმით, სოციალური ქსელი არ უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა სათანადო დაცვას.

“ახალი კვლევის შედეგების საფუძველზე, ევროპის მომხმარებელთა ორგანიზაცია მიუთითებს ევროკავშირში მომხმარებელთა უფლებების უამრავ დარღვევაზე, ისევე როგორც ბავშვების დაცვას ფარული რეკლამირებისა და შეუსაბამო შინაარსისგან”, – ნათქვამია დოკუმენტში.

გარდა ამისა, ორგანიზაციის ადვოკატი მიუთითებს საავტორო უფლებების უსამართლო პოლიტიკაზე.

ორგანიზაცია შეშფოთებულია იმის გამო, რომ არ არის მკაფიო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ინფორმაციას აგროვებს სოციალური ქსელი მომხმარებლების შესახებ და როგორ მოხდება მათი გამოყენება მომავალში.

გასულ ივნისს, მონაცემთა დაცვის ევროპულმა კომიტეტმა განაცხადა, რომ აპირებს შეამოწმოს TikTok-ი, რომლისთვისაც შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. გარდა ამისა, კომიტეტი აპირებდა შეესწავლა, თუ როგორ შეესაბამება სახის ამომცნობი სისტემები ევროკავშირში პირადი მონაცემების დაცვის წესებს. ამ სამუშაოს შედეგები ჯერ არ არის ცნობილი.

TikTok არის პოპულარული სოციალური ქსელი, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ მოკლე მუსიკალური ვიდეორგოლები, მოაწყოთ პირდაპირი სტრიმინგები და გაცვალოთ შეტყობინებები. იგი ეკუთვნის ჩინურ კომპანია ByteDance-ს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...