მომხმარებელმა “მაგთიკომს” უჩივლა

მომხმარებელმა ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია „მაგთიკომს“ უჩივლა. მიზეზი მომსახურების პირობებში წინასწარი შეტყობინების გარეშე შეტანილი ცვლილები გახდა.

მომხმარებელმა, გ. ღოთვაძემ კომპანიის წინააღმდეგ საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეიტანა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ცნობით, გ. ღოვთაძის განცხადებაში ნათქვამია, რომ „მაგთიკომის“ სამ სააბონენტო ნომერზე შეძენილი ინტერნეტ-პაკეტების ბალანსი 2015 წლის 1 იანვრის მდგომარეობით 25.8, 5.8 და 6.4 გიგაბაიტს შეადგენდა. განსაზღვრულ ვადაში გამოუყენებლობის შემთხვევაში, იყინებოდა უვადოდ და ნებისმიერ დროს ახალი ინტერნეტ-პაკეტის გააქტიურების შემთხვევაში შესაძლებელი იყო მათი გამოყენება. მომხმარებელს ინტერნეტ-პაკეტები დადგენილი ვადის ამოწურვიდან 7 დღის განმავლობაში გამოუყენებლობის გამო გაუუქმდა. ღოვთაძემ „მაგთიკომს“ გაუქმებული გეგაბაიტების   გამოყენების იმავე პირობებით აღდგენა მოთხოვა,  თუმცა, კომპანიისგან შეტყობინება მიიღო, სადაც ნათქვამი იყო, რომ კომპანიამ მომსახურების პირობები შეცვალა. ამავე ცვლილებით, გამოუყენებელი ერთეულები დეაქტივირდება.

კომისიაში ცნობით, გ. ღოვთაძეს მიაჩნია, რომ „მაგთიკომს“  არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი შეეცვალა მომსახურების პირობები უკვე რეალიზებულ პროდუქტზე და გაეუქმებინა შეძენილი გაყინული გეგაბაიტები. საჩივრით მომხმარებელი სამივე სააბონენტო ნომერზე მისი კუთვნილი გეგაბაიტების მომსახურების იმ პირობებით აღდგენას ითხოვს, რა პირობებითაც მან შეიძინა ეს მომსახურება.

მარეგულირებელი საკითხს 16 ივლისს 16:00 საათზე განიხილავს და გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის სხდომის გამართვიდან 10 დღეში მიიღებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად