მომიტინგეებმა და რუსმა სამხედროებმა შეთანხმებას მიაღწიეს

მომიტინგეები ქალაქ გიუმრიში და რუსული სამხედრო ბაზის წარმომადგენლები შეთანხმებამდე მივიდნენ – მკვლელობაში ეჭვმიტანილ ვალერი პერმიაკოვს ვიდეოკამერით გადაიღებენ. 

განცხადება დეპუტატმა ზარუი პოსტანჯიანმა გააკეთა, მას შემდეგ, რაც სომხეთის მთავარ პროკურორთან გევორქ კოსტანიანთან მოლაპარაკებები დაასრულა. ამის შესახებ ინფრმაციას საინფორმაციო პორტალი NEWS.am. ავრცელებს. 

პოსტანჯიანი თქმით, ორნი, დეპუტატი და მიტინგის მონაწილე რუსულ სამხედრო ბაზაზე შევლენ. ისინი 6 ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილს ვიდეოკამერით აღბეჭდავენ. ეს მოთხოვნა მას შემდეგ გაჩნდა, რაც პერმიაკოვის სომხეთიდან ფარულად გაყვანის თაობაზე ინფორმაცია გავრცელდა.

ამ წუთისთვის სომხური წყაროები იტყობინებიან, რომ მომიტინგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების შედეგად არიან დაშავებულები. სომხური საზოგადოების უკმაყოფილება ეჭვმიტანილის სამხური მხარისთვის გადმოცემის გაჭიანურებამ გამოიწვია. ქალაქ გიუმრიში მდებარე, რუსული 102 – ე ბაზის წვევამდელს, ვალერი პერმიაკოვის, ადგილობრივი ოჯახის 6 წევრის მკვლელობაში ედება ბრალი.

კომენტარები
იტვირთება...