მომღერალმა Sia-მ განაცხადა, რომ ელერსი – დანლოსის სინდრომი აქვს

ავსტრალიელმა მომღერალმა Sia-მ განაცადა, რომ განუკურნებელი ნევროლოგიური აშლილობა – ელერსი – დანლოსის სინდრომი აქვს. ამის შესახებ მან თავის Twitter-ზე დაწერა.

„სალამი. მე ნევროლოგიური დაავადება ელერსი – დანლოსის სინდრომი მაქვს და უბრალოდ მინდა ვუთხრა მათ, ვინც ფიზიკური, თუ ემოციური ტკივილით იტანჯება, რომ მიყვარხართ, გამაგრდით. ცხოვრება რთულია. ტკივილი დემორალიზაციას ახდენს, თუმცა თქვენ მარტო არ ხართ“, – წერს მომღერალი.

ელერსი – დანლოსის სინდრომი მემკვიდრეობითი შემაერთებელი ქსოვილის დაავადებების ჰეტეროგენული ჯგუფია, რომლის საფუძველიც, ორგანიზმის სხვადასხვა სისტემებში კოლაგენური სტრუქტურების არასაკმარისი განვითარებაა. დაავადების მთავარი ნიშნები კანის გადაჭარბებული წელვადობა, ჭრილობების ცუდად შეხორცება და სახსრების ტკივილია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად