მომღერალი დიანა ღურწკაია საქართველოს ხელისუფლებას  ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს

ღურწკაია მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ “რუსთავი-2”-ზე პუტინის გინების გამო ბოდიში უნდა მოიხადოს.

წამყვანის ქცევა ოპოზიციურ ტელეარხ “რუსთავი-2”-ზე, მის მიერ რუსეთის ხელმძღვანელობის გინება, სამარცხვინო და მიღებელია, საქართველოს ხელისუფლემ ოფიციალური ბოდიში უნდა მოიხადოს, ხოლო ქვეყნის სამართალდამცავმა ორგანოებმა, ჟურნალისტის მოქმედება უნდა შეაფასონ, – მიიჩნევს რუსეთის ფედერაციის სახალხო არტისტი, რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრი დიანა ღურწკაია.

“ეს ძალიან სამარცხვინოა. მე უბრალოდ გავშტერდი, როდესაც ჟურნალისტის ეს გამოსვლა მოვისმინე. მსგავსი გამონათქვამები ტელევიზიით დაუშვებელია ნებისმიერის მისამართით. სრულიად უმნიშვნელოა, პრობლემები აქვს ჟურნალისტს ფსიქიკასთან, თუ ეს შეგნებული პროვოკაცია და ჰეროსტრატესებრი დიდების წყურვილია. მისი მოქმედებას შეფასება უნდა მისცენ საქართველოს ხელისუფლებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა”

“და სტანდარტული “სინანულებით” იოლად გამოსვლა აქ არ მოხერხდება.. ქვეყნის ხელისუფლებამ ოფიციალურ დონეზე უნდა მოიხადონ ბოდიში” – აცხადებს ღურწკაია.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად