მომღერალი დემი ლოვატო  თავის სატელევიზიო კარიერას უბრუნდება

მომღერალი დემი ლოვატო  თავის სატელევიზიო კარიერას უბრუნდება.

მომღერალი ითამაშებს NBC-ის კომედიურ სერიალში “Hungry” . სერიალი არის მეგობრების ჯგუფზე, რომლებსაც კვების პრობლემა აქვთ. EW ინფორმაცია უკვე დაადასტურა.

NBC-მ სერიალს პილოტირების ვალდებულება მისცა, რაც ნიშნავს, რომ ჯარიმის გადახდა მოუწევთ, თუ სერიალს ეთერში არ გაუშვებენ.

შეგახსენებთ, რომ  დემი ლოვატოს წარმატებული კარიერა ჯერ კიდევ 7 წლის ასაკში დაიწყო.

2002-2003 წლებში დემიმ მიიღო თავისი პირველი როლი საბავშვო სერიალში „ბარნი და მეგობრები“, 7 წლის ასაკში, სადაც ასევე მონაწილეობდა სელენა გომესი, ასევე სელენასთან ერთად ითამაშა ფილმში „პრინცესების დაცვის პროგრამა“ (2009). 2002 წელს გოგონა დისნეის სახე გახდა. 2006 წელს დემიმ ეპიზოდური როლი ითამაშა სერიალში „ციხიდან გაქცევა“. სწორედ ამ ფილმში შეამჩნია დემი დისნეის ქორეოგრაფმა კენი ორტეგამ და მიიწვია ფილმში „როკი საზაფხულო ბანაკში“ მიჩი ტორესის როლზე (2008). 2009 წელს მთავარი როლი შეასრულა სერიალში „სანის აქვს შანსი“2010 წელს კი მან ეპიზოდური როლი ითამაშა სერიალში „რუხი ანატომია“.

თავისი სამსახიობო მოღვაწეობის გარდა, მისი პოპულარული სიმღერებიდან ყველაზე ნაცნობია: (This Is Me). (Don’t Forget), და ა.შ. 2008 წელს გამოუშვა თავისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით „Don’t Forget“. პირველ კვირაში გაიყიდა 89 ათას ასლზე მეტი, და ალბომი Billboard 200-ში მეორე ადგილას აღოჩნდა გაყიდვების რაოდენობაში. 2009 წლის 21 ივლისს გამოუშვა მეორე ალბომი „Here We Go Again“ რომელიც მოხვდა პირველ ადგილზე Billboard 200-ში გაყიდვების რაოდენობით, გაიყიდა 108,000 ასლი ასევე პირველ კვირაში. დემის მესამე და მეოთხე სტუდიური ალბომები ბევრად მოთხოვნადი იყო, ვიდრე მისი პირველი და მეორე ალბომები. მისმა მეხუთე ალბომმა „Confident“, რომელიც მან 2015 წლის 16 ოქტომბერს გამოუშვა, გაყიდვების მიხედვით რეკორდი მოხსნა მსოფლიოს 150 ქვეყანაში. მისი ჰიტები „Cool For The Summer“ და „Confident“ ახლაც ჩარტების სამეულში ტრიალებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად