მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა

როგორც “აიპრესს” საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომღერალი დავით გომართელი იტალიაში საქართველოს საელჩოში კულტურული მიმართულებით მრჩევლის თანამდებობაზე დაინიშნა.

დავით გომართელი ამ თანამდებობაზე კულტურის მიმართულებით დაინიშნა, ფუნქცია იქნება ქართული კულტურის პოპულარიზაცია იტალიაში.

დავით გომართელს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქვს. კერძოდ მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროში 2005 წელს.

ზოგადად დიპლომატიაში უკვე ძალიან აქტუალურია კულტურის მოღვაწების დიპლომატიის გამოყენება იმ კონტექსტში, რომ ხელი შეუწყონ კულტურის სფეროში ქვეყნის პოზიტიური იმიჯის განმტკიცებას და კულტურული კავშირების დამყარებას. დავით გომართელი კარგად იცნობს იტალიურ კულტურას, ფლობს იტალიურ ენას.”,-აცხადებენ საგარეო უწყებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად