მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ, პარლამენტის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა საკუთარი გადაწყვეტილება ქვეყნის პარლამენტის დათხოვნისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებ-გვერდზე ქვეყნდება.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, რომ გადაწყვეტილების გაუქმებასთან ერთად, ქვეყნის პარლამენტის მიერ მიღებული აქტები საკონსტიტუციოს სტატუსს მიიღებს.

დღეს მოლდოვის დემოკრატიულმა პარტიამ, მის და ქვეყნის ხელისუფლების მიერ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის მოგვარების მიზნით, გადადგომის შესახებ განაცხადა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ პარტიის ლიდერმა ქვეყანა დატოვა.

მოლდოვაში კრიზისი იმის გამო დაიწყო, რომ პარტიებმა, რომლებიც თებერვლის არჩევნების შედეგად პარლამენტში შევიდნენ, ვერ მოახერხეს კოალიციის შექმნის შესახებ მოლაპარაკება, რომელიც მათ სახელისუფლებო უმრავლესობის ფორმირების საშუალებას მისცემდა. მინისტრთა კაბინეტის ფორმირება კი ერთი დღის დაგვიანებით მოხდა და სასამართლომ პრეზიდენტ იგორ დოდონს ხელისუფლების დათხოვნისკენ მოუწოდა.

ამის შემდეგ, მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად პაველ ფილიპი დანიშნა, რომელმაც ვადამდელი არჩევნების 6 სექტემბერს ჩატარების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...