მოლდოვის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკის: თქვენო აღმატებულება, არჩევნებში გამარჯვებას გილოცავთ!

მოლდოვის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატს, ვლადიმირ ზელენსკის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და მას „მისი აღმატებულება“ უწოდა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება.

დოდონმა ზელენსკის წარმატება, ჯანმრთელობა უსურვა და მასთან პირადად შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
აღსანიშნავია, რომ მილოცვისას მან სიტყვა “თქვენო აღმატებულება” ორჯერ გამოიყენა.

“თქვენი აღმატებულება, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ყველაზე გულწრფელი მილოცვა უკრაინის პრეზიდენტად არჩევის შესახებ … შენი აღმატებულება, ჯანმრთელობას გისურვებთ”, – განაცხადა დოდონმა.

პირველი ოფიციალური ეგზიტპოლის თანახმად, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში შოუმენმა და მსახიობმა, ვლადიმირ ზელენსკიმ გაიმარჯვა. მან ხმათა 73,7% დააგროვა, ხოლო პეტრო პოროშენკომ ამომრჩეველთა ხმების 26.3%.

21 აპრილს, უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და შოუმენი ვლადიმირ ზელენსკი დაუპირისპირდნენ.

პირველი ტურის შედეგების მიხედვით, პეტრო პოროშენკომ ხმათა 15.95% მოიპოვა, შოუმენმა ვლადიმირ ზელენსკიმ – 30% -ზე მეტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...