მოლდოვის პრემიერს სურს, სააკაშვილი რეფორმების განხორციელებაში დაეხმაროს

მოლდოვის პრემიერმინისტრს მაია სანდუს სურს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მას ქვეყანაში რეფორმების განხორციელებაში დაეხმაროს. ამის შესახებ მან პორტალ Сotidianul- თან ინტერვიუში განაცხადა.

პოლიტიკოსის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე მიხეილ სააკაშვილის მრჩევლებთან მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს. იგი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გუნდი “კვალიფიციური რჩევებს მისცემს, თუ როგორ უნდა შეიცვალოს მოლდოვის პროკურორებისა და იუსტიციის სისტემა“.

უკრაინის უმაღლესი რადას არჩევნების დასრულების შემდეგ, სადაც მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალ ძალთა მოძრაობა“ მონაწილეობს, ქართველი პოლიტიკოსი შესაძლოა მოლდოვაში ჩავიდეს.

თუმცა, მაია სანდუ აცხადებს, რომ ამჟამად რესპუბლიკის ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არის იმისთვის, რომ სააკაშვილის გუნდს მომსახურებისთვის გადაუხადოს. კონსულტანტად ჩართვის გეგმა შესაძლოა, მხოლოდ საზღვარგარეთიდან ფინანსური დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში განხორციელდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად