მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დაიწყო. საარჩევნო უბნები გაიხსნა 7:00 საათზე და დაიხურება 21:00 საათზე.

მეორე ტურში მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი და ყოფილი პრემიერ მინისტრი მაია სანდუ იბრძვიან პრეზიდენტობისთვის.

მოლდოვას საარჩევნო კოდექსის თანახმად, იმისათვის, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნები მართებულად ჩათვალოს და გამარჯვებული გამოაცხადოს, კანდიდატმა უნდა მიიღოს ხმების მინიმუმ 50%.

მოლდოვას ცესკო კენჭისყრის შედეგებს ოფიციალურად გამოაცხადებს 22 ნოემბრამდე. საბოლოო გადაწყვეტილებას საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარების თაობაზე, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს 5 დეკემბრამდე.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 1 ნოემბერს შედგა. აქტივობამ 42%-ს გადააჭარბა. კენჭისყრის შედეგად, პრეზიდენტობის ვერცერთმა კანდიდატმა ხმების ნახევარი ვერ მოიპოვა. სანდუმ ხმების 36,6% მიიღო, ხოლო დოდონმა – 32,61%.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად