მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა

პარტია “მოქმედება და სოლიდარობის” ლიდერმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა მოლდოვას საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში.

პროტოკოლების 100% დამუშავების შემდეგ, მან ხმების 56,28% მოიპოვა.

მოლდოვას ცესკომ დაამუშავა ყველა ოქმი ქვეყნის საარჩევნო უბნებიდან. იგორ დოდონს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 43,72%-მა.

მოლდოვაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. მასში მონაწილეობდნენ პროევროპული “მოქმედების და სოლიდარობის” პარტიის ხელმძღვანელი, მაია სანდუ და ამჟამინდელი პრეზიდენტი იგორ დოდონი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად